top of page

გაერთიანების პოლიტიკა

ფედერაციის წევრებმა უნდა დააკმაყოფილონ  წევრობის გარკვეული კრიტერიუმები და შეასრულონ გარკვეული ვალდებულებები.

გაწევრიანების ტიპები

 

კორპორატიული წევრობა - 2 წევრი - წლიური საწევრო გადასახადი $ 1,500 (ექვივალენტი ლარში)

ინდივიდუალური წევრობა - 1 წევრი - ყოველწლიური საწევრო გადასახადი $ 1000 (ექვივალენტი ლარში)

წევრობის უპირატესობები

  • სტრატეგიული რჩევები და მითითებები კომუნიკაციისა და რესურსების მობილიზაციის შესახებ

  • საჯარო პოლიტიკის ზეგავლენის ხელშეწყობა ეფექტური ადვოკატირების კამპანიების მეშვეობით

  • ხელმისაწვდომობა საერთაშორისო კვლევებსა და გამოცდილებაზე

  • მხარდაჭერა პოლიტიკის შემუშავებასა და მედია საშუალებებთან ურთიერთობაში

  •  თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან

  • სხვადასხვა სახელმწიფო ან / და საერთაშორისო პროგრამებიდან დაფინანსების ხელმისაწვდომობა

  • ნეთვორკინგი ადგილობრივ და გლობალურ დონეზე

  • დახმარება გამოფენების ორგანიზებაში  და მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებებში

  • ნეთვორკინგის  შესაძლებლობები

  • GR, PR, მარკეტინგული დახმარება

გაწევრიანების კრიტერიუმები

გაწევრიანების კრიტერიუმები

  • ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც  მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნიან ქალებს

  • მაღალი რეპუტაციის მქონე საწარმოები, რომლებიც აკმაყოფილებენ მომსახურებისა  და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და იზიარებენ ფედერაციის ღირებულებებს

  • კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მდგრადი განვითარებით და ბიზნეს ეთიკით

  • მსოფლიო ბაზარზე აქტიური საშუალო ზომის კომპანიები, "ფარული ჩემპიონები" და ახალი ტექნოლოგიების ლიდერები

  • ლიდერები სამრეწველო და მომსახურების სფეროებიდან

  • ტრადიციული ოჯახური ფირმები და მოწინავე  ინდივიდუალური მეწარმეები

  • მაღალი კლასის სასტუმრო, მომმარაგებელი და ტურისტული კომპანიები

  • მწარმოებლები და დისტრიბუტორები

  • ხელსაქმის ოსტატები განსაკუთრებული, უნიკალური მახასიათებლებით

  •  მოწინავე კომპანიები კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის სფეროში

  • მედია კომპანიები

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირები (როგორც პარტნიორები)

  • ცნობილი პირები ბიზნესში, მეცნიერებსა და კულტურაში (როგორც სპონსორები და მხარდამჭერები)

ეთიკის კოდექსი

„ქალები მომავლისთვის“ ორიენტირებულია მრავალფეროვნებასა და ჩართულობაზე ჩვენს ხელმძღვანელობაში, წევრობასა და საქმიანობაში. ბიზნესში ქალთა როლის გაძლიერების მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ყველა ბიზნესის მფლობელის ჩართვას ამ საქმიანობაში სქესის, ასაკის, რასის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, წარმოშობის და ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად. ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ ქალთა სრული სპექტრი ბიზნეს საზოგადოებაში და მივცეთ მათ მეტი შესაძლებლობა, გახდნენ ლიდერები.

bottom of page