ირინა კაჭარავა

 

ირინა კაჭარავამ 1981 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით.

1998  წელს დაამთავრა დავით კაკაბაძის სახელობის ნატიფი ხელოვნების სტუდია.

1998 წელს, სრულიად მოულოდნელად, დაიწყო დიზაინერის კარიერა.

 

როგორც თავად განმარტავს, მისი წარმატება, მეტწილად, განაპირობა   გამოუვალმა მდგომარეობამ, როდესაც გაუცნობიერებლად იხსნება ახალი სუნთქვა, როდესაც ფეხზე დადგომის გარდა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს.

პროფესიონალიზმი, გემოვნება, ინტელექტი, აზარტი და მიზანსწრაფულობა - ეს ის თვისებებია, რომელთა ქონაც აუცილებელია მის სფეროში წარმატების მისაღწევად. თუმცა, ამ მახასიათებლების გამომუშავება დროთა განმავლობაში, გამოცდილების შედეგადაც შესაძლებელია.

საკუთარ კარიერაში გამორჩეულ წარმატებად მიაჩნიაკომპანია „აისტუდიოს“ დაფუძნება.

გრაფიკული დიზაინის სტუდია (ლაბორატორია) “აისტუდიო“ დაკომპლექტებულია ახალგაზრდა დიზაინერებით. ქ-ნი ირინა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ასრულებს ყველა სათანადო ვალდებულებას და, გარდა ამისა, ახალგაზრდა დიზაინერებთან ერთად ქმნის დიზაინს და ეწევა სარეკლამო საქმიანობას.

პარალელურად,  გეგმავს ბიზნესის გაფართოებას. სურს, თავის საქმიანობასთან დაკავშირებული საწარმოს შექმნა, რომელიც გადაამუშავებს მაკულატურას და გამოუშვებს რეციკლირებულ ქაღალდს, რის მუდმივ დეფიციტსაც განიცდის ჩვენიქვეყანა.

სამომავლოდ, საკუთარი თავი კვლავ საყვარელ სფეროში - დიზაინსა და სარეკლამო ბიზნესში წარმოუდგენია.

სტუდიაში დასაქმებული დიზაინერების რაოდენობის ზრდასთან ერთად, აპირებს მომსახურებისგაფართოებასაც.

ირინა კაჭარავა.jpg

ირინა მარდახიაშვილი

ირინამ დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.

სწავლის პარალელურად, მუშაობდა ჯერ საქართველოს სამხატვრო ფონდში  დეკორატიულ ნაკეთობათა სახელოსნოში, ხოლო შემდეგ საქართველოს დიზაინერთა კავშირში დირექტორის მოადგილეს ასისტენტად.

3 წლის განმავლობაში თბილისის ბიზნეს ინსტიტუტში მუშაობდა ინგლისური ენის ლექტორად.

1996 წლიდან 14 წლის მანძილზე მუშაობდა  ებრაულ სააგენტო „სოხნუთის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც გათანაბრებული იყო დიპლომატიურ ორგანიზაციებთან.

ებრაულ სააგენტო „სოხნუთის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში, პირველი ერთი წელი, მუშაობდა კოორდინატორის თანამდებობაზე,შემდგომი 3 წელი - დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე,შემდგომი წლები (10 წელი) ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობაზე.

ბოლო 2 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობის  პარალელურად, ითავსებდა ამიერკავკასიის ებრაული სააგენტოს წარმომადგენლის (ისრაელიდან წარგზავნილი დიპლომატი) მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას.

2010 წლის დეკემბრიდან (კომპანიის დაფუძნების დღიდან) მუშაობს ნავთობკომპანია „გალფში“ (შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“).

„გალფში“ ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ადმინისტრაციული, იურიდიული, საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება. კომპანიამ 15 თანამშრომლით დაიწყო  მუშაობა და ერთ წელიწადში 1200 თანამშრომლით ოპერირებდა.

ირინა ამჟამად „გალფის“ ადმინისტრაციული განყოფილების უფროსია.

იგი, როგორც ხელმძღვანელი, ფოკუსირებულია მაღალ სტანდარტებზე მორგებული გუნდის შექმნასა და განვითარებაზე.

10989131_852685978087434_867776707220906

ქეთევან ფავლენიშვილი

 

ქეთევან ფავლენიშვილი კომპანია „Willis Towers Watson საქართველოს“ დირექტორია. Willis Towers Watson წამყვანი გლობალური საკონსულტაციო, სადაზღვევო საბროკერო და რისკების შემფასებელი კომპანიაა, რომელსაც ამჟამად 140-ზე მეტ ქვეყანაში 40 000 თანამშრომელი ჰყავს.

 

თავდაპირველად, კომპანია საქართველოში Gras Savoye-ს სახელით ოპერირებდა. ქეთევანი კომპანიაში დაარსების დღიდან მუშაობს. მანამდე კი რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება ჰქონდა ერთ-ერთ წამყვან ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიაში. WTW საქართველოს მთავარი ამოცანაა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების სადაზღვევო საბროკერო მომსახურების დამკვიდრება. 

 

ქეთევანი ფლობს საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. იგი ასევე ფლობს Chartered Insurance Institute-ს დიპლომს და რამოდენიმე საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს დაზღვევაში.

ქეთევან ფავლენიშვილი.jpg

მაია ბიბილაური

მაია ბიბილაურმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის განხრით.

18 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ავიაციაში. ავიაკომპანიიდან სასწავლებლად იყო გაგზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციის განხრით, IATA -ს 2თვიანი სწავლების პროგრამის ფარგლებში.

2013 წელს შვედეთში გაიარა სტრატეგიული ბიზნეს მენეჯმენტის ერთწლიანი პროგრამა. 2014 წელს  MBA კრედიტები გაიარა ISB-ში (International School of Business). სწავლების თემები იყო ლიდერობა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ფინანსები, კვლევის საბაზისო კურსი.

2015 წელს გაიარა კომპანია GROWIN-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-ქოუჩინგი ბიზნესისთვის. 2018 წელს ჩაერთო დუალური განათლების პილოტურ პროგრამაში, რომელიც ორგანიზებული იყო გერმანიაში. ამავე წელს მართვის აკადემიაში გაიარა SCRAM AGILE პროექტების მართვის მეთოდი.

2006 წელს, ამერიკაში სასწავლო პროგრამის გავლის და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, „ბითიელ უკრაინის“ დამფუძნებელმა მას შესთავაზა საქართველოში კომპანიის დაარსება და კომპანიის ხელმძღვანელობა. ასე დაიწყო მისი კარიერა სრულიად უცხო ბიზნესში, რაც მაიასთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა.  

თვლის, რომ მისი წარმატება განაპირობებულია შრომისმოყვარეობით და საკუთარი თავის რწმენით.მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი გუნდი, ვინაიდან სწორედ გუნდს მოაქვს წარმატება.

რამდენადაც მომსახურების სფერო მთლიანადაა დამოკიდებული ადამიანურ ურთიერთობებზე, სწორი კომუნიკაცია და კლიენტზე ორიენტირებაა აუმთავრესი ფაქტორები, რომლებიც მის სფეროში წინსვლას განაპირობებენ.

ამჟამად მაია ბიბილაური საქმიანი და საკონგრესო (MICE) ტურიზმის კომპანია „ბითიელის“ (BTL) დირექტორი და პარტნიორია. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის ბიზნეს პროცესების მართვა და გაკონტროლება, ერთიანი გუნდის შექმნა და ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება, გუნდის თითოეულ წევრზე ზრუნვა და მათ პიროვნულ და პროფესიონალურ განვითარებაზემუშაობა.

სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საქმიანობის პარალელურად, აქვს აქტიური  სოციალური პოზიცია და ცდილობს,მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა იმ აქტივობაში,  რომელიც დაეხმარება ქვეყანას და საზოგადოებას  და ხელს შეუწყობს წარმატებული ადამიანების რაოდენობის ზრდას.

2018 წლის დეკემბერში ჩაერთო მენტორინგის პროგრამაში, სადაც აქვს მენტორის როლი და კონკრეტულ პიროვნებებს ეხმარება ბიზნესის განვითარებაში.

საკუთარ კარიერაში  გამორჩეულ მიღწევად თვლის იმ ფაქტს, რომ მისმა კომპანიამ საქმიანი და MICE ტურიზმის სფეროში დაიმკვიდრა მყარი პოზიცია და მოიპოვა გამორჩეული კომპანიის სახელი.

კარგი გადმოცემის და ახსნის უნარებიდან გამომდინარე, სამომავლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენია ლექტორის, ტრენერის, ან ქოუჩის რანგში სტუმარ-მასპინძლობის და ურთიერთობების სფეროში.

მაია ბიბილაური.JPG

ნინო ოკუჯავა

ნინო ოკუჯავამ დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მისი კარიერა დაიწყო ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტში, სადაც ექიმ გენეტიკოსად მუშაობდა წლების განმავლობაში. ამ პერიოდმა საფუძველი ჩაუყარა მის ამჟამინდელ საქმიანობას - უშვილო წყვილების მკურნალობას.

მუშაობდა კომპანია „ნეოსტუდიის“ დირექტორის მოადგილედ, სადაც საორგანიზაციო  მუშაობის და მართვის დიდი გამოცდილება მიიღო.

2009 წელს, ლიკა ჭყონიასთან ერთად,  გადაწყვიტა დაეარსებინა კომპანია, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში უდიდესი  სამედიცინო აპარატურის და მასალების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენელია  საქართველოში. ამ ნაბიჯით ნინო კვლავ დაუბრუნდა  სამედიცინო სფეროს.

ამჟამად, ნინო კლინიკა „რეპროარტის“ დირექტორის მოადგილეა.  აღნიშნავს, რომ მის სფეროში  წარმატების  მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია  მოგწონდეს  საქმე,  რომელსც აკეთებ, დაისახო მიზანი და იყო თანმიმდევრული  მის განხორციელებაში.

საკუთარ კარიერაში  ყველაზე დიდ მიღწევად თვლის ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“  დაფუძნებას, ქუთაისის და ბათუმის ფილიალების ჩათვლით.

მისთვის უდიდესი  ბედნიერებაა, იყოს იმ კეთილი  საქმის თანამონაწილე, რასაც კლინიკა ემსახურება - უშვილო წყვილების მკურნალობა,  ახალი სიცოცხლის გაჩენა.

ნინოს სამომავლო  გეგმები  კვლავ „რეპროარტთანაა“ დაკავშირებული- საქმიანობის გაფართოებას და ამით კიდევ უფრო მეტი უშვილო ოჯახის დახმარებას გეგმავს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სურს, საქართველოს სახელი დაუმკვიდროს, როგორც უნაყოფობის  მკურნალობისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანას. მისი კლინიკის სლოგანია - „იგრძენი ახალი გულისცემა!“

ნინო ოკუჯავა.jpg

 

 

თამარ დაუშვილი

თამარ დაუშვილმა 1982წ.  ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიბერნეტიკა-გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, სტატისტიკა-ალბათობის თეორიის განხრით.

თსუ-ს დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა ჰიდროტექნიკისა და მელიიო-რაციის ინსტიტუტში.

შემდგომში, თამარი ჩაერთო საოჯახო ბიზნესში, თავის დასთან, ირმა დაუშვილთან ერთად. დღესდღეობით, მაშინდელი პატარა ბიზნესი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც წარმატებული კომპანია „დიო“.

თამარი კომპანიაში თითქმის ყველა პოზიციაზე მუშაობდა, კონსულტანტიდან დაწყებული. ამბობს, რომ ბიზნესის მოთხოვნასთან ერთად, კომპანიის თანამშრომლებიც იზრდებოდნენ, ვითარდებოდნენ და გამოცდილებასთნ ერთად, ღებულობდნენ აუცილებელ, საკვალიფიკაციო განათლებას სხვადასხა კურსების გავლით.

დღეს კომპანია წარმატებულია, რაც დიდი შრომის, სამართლიანი მიდგომის, განვითარებისა და წინსვლის სურვილის შედეგია.

თამარი ფიქრობს,  რომ შრომა არის მისი წარმატების მიზეზი და  აუცილებელი პირობა. რთულ სიტუაციაში, კრიტიკულ მომენტებში ცდილობდა, შეცდომაზე კი არ ეფიქრა, არამედ  მის სწრაფად გამოსწორებაზე.

დღესაც ასე უდგება პრობლემებს, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. კომპანია  “დიო“ დღესდღეობით  60-ზე მეტი დასახელების პროდუქტს და სერვისს თავაზობს მომხმარებელს. თამარი კომპანიის ფინანსებს მართავს.

მისი და მთელი კომპანიის უახლოესი მიზანია მენეჯერული და ფინანსური ინფორმაციის საუკეთესო ბაზის შექმნა და შედეგად  მარკეტინგული და ფინანსური პროგნოზების გაკეთება.

თამარ დაუშვილი.jpg

თამარ მიქიაშვილი

2011 წ-დან დღემდე, თამარ მიქიაშვილი ნავთობ კომპანია ,,გალფის“ ფინანსური მენეჯერია.

ამასთან, 2012 წლიდან დღემდე არის  ს.ს. ,,ელიტ ელექტრონიქსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

2008-2011წ.წ. იყო კომპანია „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორი.

თამარს აქვს სხვადასხვა კომპანიებში მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება.

2008-2009წ.წ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, როგორც  მიწვეული სპეციალისტი.

2000-2004წ.წ. იყო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი. პროექტის ფარგლებში მონაწილეობდა საკანონმდებლო პროცესში სხვადასხდა დონეზე.

იყო არაერთი კონფერენციის მონაწილე, ასევე, ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში.

2013 წლიდან,თამარი საკომუნიკაციო კომპანია ,,ნიუ ვიჟენის“ თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. კომპანია უკვე ხუთი წელია, წარმატებით ოპერირებს საკომუნიკაციო ბაზარზე, ასევე, მომხმარებელსსთავაზობს სხვადასხვა სახისპროგრამულმომსახურებას.

2018 წლიდან არის კომპანია ბ&ბ-ის თანადამფუძნებელი. კომპანია   ფლობს სავენახე მეურნეობას რაჭაში და, ძირითადად, საქმიანობს მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებით.

2006წ. თამარს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტის სპეციალობით. ასევე, გავლილი აქვს სხვადასხვა კურსი საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და ფინანსური მენეჯმენტის კუთხით, მათ შორის ,,ACCA”.

23621297_1857210484308832_31483574166778

ანი თოდუა

ანი თოდუამ განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

მისი კარიერა დაიწყო 2005 წელს, ერთ -ე რთ ბანკში, სადაც  შვიდი წლის განმავლობაში იმუშავა.

შემდგომში, დაარსების დღიდან, თანამშრომლობდა „გრას სავუას“ გუნდთან რომელიც 4 წლის თავზე გახდა „უილის თაუერს უოთსონი“ და მეშვიდე წელია, ამ კომპანიის ფინანსური მენეჯერია.

თვლის, რომ მისი წარმატება, მეტწილად, განაპირობა პასუხისმგებლობის გრძნობამ, რომელიც აღმატებულ ხარისხში აქვს.

„უილის თაუერს უოთსონი“ წარმოადგენს სადაზღვევო ბროკერ კომპანიას, რომელიც 100 წელზე მეტია ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე.

მისთვის დიდი გამოწვევა იყო საბანკო სფეროდან სადაზღვევო სფეროში გადანაცვლება. მიუხედავად კომპანიის დიდი გამოცდილებისა, მან საქართველოში ნოლიდან დაიწყო არსებობა და, შეიძლება ითქვას, რომ ანი კომპანიასთან ერთად „გაიზარდა“ და განვითარდა.

ამბობს, რომ “უილს თაუერს უოთსონში“ გატარებულმა წლებმა  ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა შესძინა და მასაც, თავის მხრივ, საკუთარი დიდი წვლილი შეაქვს კომპანიის განვითარებაში, რაც ნამდვილად წარმატებულ და გამორჩეულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

სამომავლოდ ისევ ფინანსებში ხედავს საკუთარ თავს, ჯერჯერობით, მისი სამომავლო გეგმებიც კვლავ კომპანიის განითარებას უკავშირდება.

ანი თოდუა.jpg

მაია ჩიხლაძე

მაია ჩიხლაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. პროფესიით ექიმი პედიატრია. არის მედიცინის დოქტორი.

 

1994 წელს დაიწყო მუშაობა მე-2 სამედიცინო სასწავლებელში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. პარალელურად, ასწავლიდა პედიატრიას. შემდგომში, პარტნიორთან ერთად, დააფუძნა საკუთარი სამედიცინო კოლეჯი.

2007 წლიდან თანადამფუძნებელი და დირექტორის მოადგილეა საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში".

 

საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ მისიაა, მოამზადოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური, კომპენტენტური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.

მაიას კარიერული წინსვლა, პირველ რიგში, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მისი განათლება და სამუშაო პრაქტიკა მთლიანად სამედიცინო სფეროს გარშემო ტრიალებს. თვლის, რომ შრომისმოყვარეობა, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და დაბრკოლებების/ გამოწვევების მიმართ არარეზისტენტულობა წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია. სფერო, სადაც მოღვაწეობს, მუდმივად ცვალებადი და განვითარებადია. მისმა ჩართულობამ პროფესიული განათლების ეროვნულ საბჭოში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობამ და სხვა მრავალმა გარემოებამ დროთა განმავლობაში განაპირობა საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ წარმატება და ბაზარზე ლიდერობა.

 

საკმაოდ დიდი შრომის შედეგად აქვს საკუთარი ბიზნესი, რომელის დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ ყოველდღიურად პოზიტიური ძალით მუხტავს.

პარალელურად, არის მრავალი ასოციაციისა თუ საბჭოს წევრი, კერძოდ: კერძო კოლეჯების ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი, პროფესიული განათლების ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ბორდის წევრი, საექთნო საქმის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი.

 

სამომავლოდ, საკუთარი თავი ისევ განათლების სფეროში წარმოუდგენია და გეგმავს ბიზნესის განვითარებას უცხოელი პარტნიორების დახმარებით.

მაია ჩიხლაძე.jpg

ლიკა ჭყონია

 

ლიკა ჭყონიამ განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობა - ბიოფიზიკოსი. შემდეგ იყო ასპირანტურა ჯონსის რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტში, სპეციალობა - ემბრიოლოგია.

 

მისი კარიერა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში - თავდაპირველად  მუშაობდა „მაუნთ საინაის“ სამედიცინო ცენტრში,  შემდეგ საქმიანობა განაგრძო ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკაში, რაც უდიდესი გამოცდილება იყო მისთვის.

 

საკუთარ წარმატებას და კარიერულ წინსვლას  საქმის სიღრმისეულად ცოდნას უკავშირებს. მისი საქმიანობა მუდმივ ჩართულობას, პროფესიონალიზმს და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს.

 

ცოდნის უწყვეტი განახლება და კეთილსინდისიერება მის სფეროში წარმატებისათვის აუცილებელი პირობებია.

ლიკასთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ყოვლად უიმედო პაციენტებისათვის შვილის ჩუქებაა.

 

კარიერის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი მომენტი მისთვის საკუთარი კლინიკის დაარსება იყო. ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტი“ 2012 წლის ივლისში გაიხსნა. მის ძირითად საქმიანობას ყველა ტიპის უშვილობის მკურნალობა და კვლევა წარმოადგენს. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) მკურნალობაა. კლინიკის მომსახურება ყველა იმ ასპექტს აერთიანებს, რომელსაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა უკავშირდება.

 

კლინიკის დირექტორ ლიკა ჭყონიას საქართველოში ამ სფეროში მუშაობის 30-წლიანი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს.

 

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ლიკა დროის დიდ ნაწილს უთმობს ოჯახს, შვილს, რომელიც აშშ-ში სწავლობს. სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას აპირებს.

მისი დიდი სურვილია, იცხოვროს მშვიდ და წარმატებულ ქვეყანაში, რათა მისი შვილი არ იყოს იძულებული, უცხო ქვეყანაში დარჩეს საცხოვრებლად თავის პროფესიაში წარმატების მისაღწევად.

ლიკა ჭყონია.png

მანანა ცირამუა

მანანა ცირამუას საკმაოდ მრავალფეროვანი განათლება აქვს: არის პიანისტი, კლასიკური მუსიკის პედაგოგი  ქართული ხელოვნების კრიტიკოსი. ასპირანტურის წლები პეტერბურგში, ერმიტაჟში გაატარა.

მუშაობდა მოსკოვში, სამხატვრო გალერეაში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად იყო. ამავდროულად, არ წყვეტდა კავშირს თბილისთან - ჟურნალისტად მუშაობდა„მოამბეში“პირველ არხზე, გაზეთ „24 საათში“ და სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში წერდა ქართულ სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებით სტატიებს. 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). პარალელურად,  მუშაობდა „კავკასუს თრეველში“, თბილისის რეგულარულ ტურზე,  გიდად.

სწორედ ამ ახალმა, სამყაროსთვის ამოუცნობმა სფერომ - საქართველოში მოგზაურობამ-ჩაანაცვლა მისი ყველა წინა საქმიანობა და გახდა დომინანტი.

 

დღესდღეობით, მანანა ცირამუა ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ჰოლიდეის“  აღმასრულებელი დირექტორია. კომპანიას რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება აქვს: მოგზაურობა ბიზნესისთვის და ტურიზმისთვის, ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები საქართველოში, საოჯახო ტურ პაკეტები და მოკლე ექსკურსიები, შედარებით ხანგრძლივი ტურები და ჯგუფური პაკეტები პარტნიორი კომპანიებისთვის.

 

ქ-ნი მანანას ფუნქციებში შედის ძირითადი საორგანიზაციო შიდა და გარე პოლიტიკის განსაზღვრა, გადაწყვეტილებების მიღება და მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი. რამდენადაც ტურიზმი კომპლექსური სფეროა, ყოველდღიურად აქვს კავშირი მასთან პირდაპირ დამოკიდებულ საქმიანობასთან - იქნება ეს ახალი ციფრული ტექნოლოგიები თუ ბეჭური გამოცემები, ტრენინგები, მგზავრთა უსაფრთხოების საკითხები, თემები გარემოს დაცვისა და დაბინძურების შესახებ. თვლის, რომ რაც შეიძლება მალე, ყველა სფეროს წარმომადგენელი აქტიურად უნდა ჩაებას ეკოლოგიის საკითხებზე ზრუნვაში.

 

სამომავლოდ, აპირებს, აქტიურად ჩაერთოს საქართველოში სოფლის ტურიზმის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში. სოფლის ტურიზმის გაძლიერება, ამ მიმართულებით ფერმერების ჩართულობის გაზრდა და მოფუსფუსე, აყვავებულ სოფლებში გრძელვადიანი ოჯახური დასვენების დამკვიდრება და პოპულარიზაცია   ქ-ნი მანანას სამომავლო გეგმების ნაწილია.

მანანა ცირამუა.jpg

რუსუდან თელია

რუსუდან თელია განათლებით ფსიქოლოგია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

არის ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კვლევით პროექტებში ინტერვიუერად დაიწყო მუშაობა.

90-იან წლებში სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევები ახალი თემა იყო. ამ სფეროში მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მისთვის, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მუშაობა დაეწყო კვლევით კომპანიაში (აიფიემი), კვლევითი პროექტების მენეჯერად, სადაც 7 წელი იმუშავა.

ამ პოზიციაზე მუშაობისას როგორც ბიზნესის, ასევე სოციალურ პროექტებში იყო ჩართული და პრაქტიკულად შეისწავლა კვლევების დაგეგმარება, მონაცემთა მოგროვება და ანალიზი, ასევე, გაეცნო საერთაშორისო გამოცდილებას.

 „აიფიემის“ შემდეგ იყო დამოუკიდებელი ექსპერტი, კვლევის კონსულტანტი და მუშაობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ევრაზიის ფონდი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო,“ ფონდი „გადავარჩინო ბავშვები“ და სხვ.

2002 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა კომპანია „ეისითი,“ სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იყო ანალიტიკური დეპარტამენტის მენეჯერი, სოციალური კვლევების დეპარტამენტის უფროსი, ოპერაციული დირექტორი.

2014 წელს გახდა „ეისითი საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი. ამ პერიოდისათვის, „ეისითი“ გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უკვე ჰქონდა 2 შვილობილი კომპანია, „ეისითი აზერბაიჯანი და ეისითი ყაზახეთი“.

დღესდღეობით, „ეისითი“ არის ყველაზე დიდი კვლევითი და საკონსუტლაციო კომპანია და გარდა ამ ორი ქვეყნისა, ახორციელებს პროექტებს როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში და აფრიკის კონტინტენზეც.

რუსუდან თელია თვლის, რომ ყველაზე წარმატებული ეტაპი და გამორჩეული მიღწევა მის კარიერაში სწორედ „ეისითია“. ის ფაქტი, რომ დღეს კომპანიის სახელი უფრო დიდია, ვიდრე ცალკეული თანამშრომლების, ინსტიტუციური განვითარების საუკეთესო მაგალითია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით „ეისითი“ კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ხარისხის ნიშანია.

რუსუდან თელია.jpg

თეა კაჭკაჭიშვილი

თეა კაჭკაჭიშვილი კომპანია „RSM საქართველოს“ კომერციული მიმართულების ხელმძღვანელია. დაარსების დღიდან, განვითარების ყველა ეტაპზე, თეა აქტიურად იყო ჩართული კომპანიის საქმიანობაში.

 

2018 წლიდან კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლამ საჭირო გახადა, ჩაებარებინა „RSM საქართველოს“ კომერციული მიმართულება.

 

„RSM საქართველო“ მსოფლიოში რიგით მეექვსე დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების უმსხვილესი ქსელური კომპანიის - RSM International-ის წევრია. RSM-ის გლობალური ქსელი აერთიანებს 120-ზე მეტ ქვეყანას, 800-მდე ოფისსა და 43000 პროფესიონალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ამჟამად თეა კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობს კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავებას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას და განხორციელების მენეჯმენტს. გარდა ამისა, ახორციელებს სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფას, ბაზრის შესწავლას, კონკურენტების ანალიზს და არსებული ტენდენციების რეგულარულ დადგენას და ამ ინფორმაციის გათვალისწინებას დაგეგმარების პროცესში.

 

ასევე, ახდენს ახალი მიმართულებების და სერვისების პოტენციალის შესწავლას და განვითარებას, გაყიდვების სრული ციკლის მართვას, კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოებას, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე მუდმივ ზრუნვას. დამატებით, კოორდინირებას უწევს კომპანიის მარკეტინგული და PR აქტივობების დაგეგმარებას და მათ განხორციელებას.

 

„RSM საქართველო” სთავაზობს ბიზნეს ორგანიზაციებს სპეციალიზებული სერვისების ფართო არჩევანს, როგორიცაა აუდიტი, გადასახადები, რისკების მართვა, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგება (IFRS), რესტრუქტურიზაცია, ტრანზაქციები, სხვადასხვა ფინანსური და ბიზნეს გადაწყვეტილებები, იურიდული მომსახურება, კერძო ქონების  მართვა და შეფასება. ხოლო „RSM საქართველოს“ ქვებრენდი - „RSM საქართველო სოლუშენსი“ წარმოადგენს SAP-ის სერტიფიცირებულ პარტნიორს საქართველოში, რის საფუძველზეც ის ნერგავს SAP Business One-ის პროგრამულ გადაწყვეტილებებს (ე.წ. ERP სისტემები), ახდენს მათ ინტეგრაციას და გასცემს შესაბამის ლიცენზიებს.

 

2018 წლიდან „RSM საქართველომ” განავითარა ქართული ბაზრისთვის ახალი მიმართულება - მენეჯმენტის აუთსორსინგი, რომელიც კომპლექსურ გადაწყვეტას სთავაზობს ბიზნეს კომპანიებს.

თეა კაჭკაჭიშვილი.jpg

ნინო გეწაძე

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრმა, ნინო გეწაძემ, 2012 წელს  დაამთავრა ქართულ-ევროპული უნივერსიტეტი ტურიზმის მენეჯმენტის და სასტუმროს ადმინისტრირების მიმართულებით.

 

2008-2009 წლებში სწავლობდა საგანმამათლებლო და სატრენინგო ცენტრში Edu – Plaza, სადაც მიიღო ინგლისური ენის Upper Intermediate დონის სერთიფიკატი.

2014-2015 წლებში სწავლობდა თბილისის სასტუმროს მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლაში და არის სერთიფიკატის მფლობელი მასპინძლობის მენეჯმენტში.

2009-2010 წლებში იყო სასტუმრო „ბათუმი ჰოსტელის“ მენეჯერი.

2010-2011 წლებში მუშაობდა სასტუმრო „Tbilisi friends Hostel”-ის მენეჯერად.

2012 წლიდან მუშაობს ტურისტულ კომპანიაში Georgian Holidays  დირექტორის თანაშემწის და ტურ ოპერატორის პოზიციაზე.

 

მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის: ტურების დაგეგმვა, ახალი პროდუქტის განვითარება, პარტნიორებთან ურთიერთობა, მომწოდებლებთან დაკავშირება და ინფორმაციის ორგანიზება.

კომპანია Georgian Holidays მომხმარებლებს შესანიშნავ ტურებს სთავაზობს საქართველოში, როგორებიცაა: დღიური ტურები თბილისიდან, კულტურული დღესასწაულები და გარანტირებული ტურები, სათავგადასავლო და აქტიური დასვენება და ა.შ.

Georgian Holidays სპეციალიზირებულია ჯგუფური და ინდივიდუალური სამოგზაურო პაკეტების ორგანიზებაში, რაც მოიცავს კულტურულ ტურებს, საფეხმავლო ტურებს, ღვინის და გურმანულ ტურებს, კომბინირებულ ტურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. 

 

კომპანია ორიენტირებულია, უზრუნველყოს შთამბეჭდავი,ავთენტური ადგილობრივი გამოცდილება  ტურიზმის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

 

Georgian Holidays 2006 წლიდან ოპერირებს  საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. 2007 წლიდან იგი საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) წევრია,  სერტიფიცირებულია CBI-ს მიერ სხვადასხვა პროგრამებსა და სემინარებში მონაწილეობისთვის, არის HEIFER INTERNATIONAL- ის წევრი (ეკოტურიზმის მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში 2014-2015 წლებში).

ნინო გეწაძე.jpg

 

ირმა ვარსიმაშვილი

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრი, ირმა ვარსიმაშვილი კომპანია „მინტრანსის“ დირექტორია.

მისი წარსული სამუშაო გამოცდილება მოიცავს კომპანია „ბედნიერი ოჯახის“ დირექტორობას.

 

„მინტრანსი“ სატრანსპორტო-ექსპედიტორული კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს.  დაარსების დღიდან კომპანია დინამიურად ვითარდება.

„მინტრანსი“ მომხმარებლებს სთავაზობს ნებისმიერი სახის გადაზიდვას (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო)  ნებისმიერ ქვეყანაში.

 

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია ეწევა საბროკერო მომსახურებას, რაც მოიცავს ტვირთების საექსპორტო დეკლარაციების მომზადებასა და სხვა საბაჟო ფორმალობების მოგვარებას.
გარდა ამისა, „მინტრანსი“ მომხმარებელს სთავაზობს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს და სარეკომენდაციო მომსახურებას.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ერთგული პარტნიორები, კლიენტებისადმი კეთილგანწყობა, სწრაფი მომსახურება და კონკურენტუნარიანი ტარიფები.

 

კლიენტის ინტერესების დაცვა და მისი საკუთრების უსაფრთხო ტრანსპორტირება კომპანიის ძირითადი პრიორიტეტია.

 

უშუალოდ ქ-ნი ირმას და, თავისთავად, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო-ექსპედიტორული კომპანიის უპირველესი მიზანია, ყავდეს რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი.

irma varsimashvili.jpg

ნათია თოდუა

შპს „დინას“ გენერალური დირექტორი, ნათია თოდუა, პროფესიით  ექიმია.   წარჩინებით დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

მისი კარიერის დაწყებას საფუძვლად ოჯახური ტრაგედია დაედო - მამის უეცარი გარდაცვალება. ნათია  მამის მიერ შექმნილი და მისთვის ძალიან ძვირფასი საქმის გაძღოლას დიდი მორალური პასუხისმგებლობით შეუდგა.

 

მისი წარმატება თავიდან მნიშვნელოვნად განაპირობა პასუხისმგებლობის გრძნობამ,  სიყვარულმა ძვირფასი ადამიანის მიმართ, რომელიც მის გვერდით აღარ იყო და  იმ კოლექტივის მიმართ, რომელიც იქ დახვდა.

 

თვლის, რომ მის სფეროში წარმატებისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა, მიზანდასახულობა, საკუთარი და თანამშრომელთა პოტენციალის ადეკვატური  შეფასება და არსებული რესურსის ეფექტური მართვა, განვითარებისადმი სწრაფვა და საკუთარი საქმისადმი სიყვარული, რაც საქმიანობას ბევრად უფრო შედეგიანს ხდის, ხოლო შედეგი კიდევ უფრო დიდი წარმატებებისაკენ გვიბიძგებს.

 

ნათია შპს „დინას“ გენერალური დირექტორია 2005 წლიდან დღემდე. შპს „დინა“ დაარსდა 1996 წელს, ნათიას მამის, რომან თოდუას მიერ. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სპეციალური დანიშნულების, მაღალი სიზუსტისა და პასუხისმგებლობის სხვადასხვა მეტალის, რეზინის, მრავალგვარი კომპოზიტური ნედლეულისაგან დამზადებული დეტალების სერიული წარმოება.  ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში კომპანიის წარმოება ერთადერთია,რომელიც ასეთი ასორტიმენტით, ნედლეულის ამდაგვარი ფართო ვარიაციით, მაღალი ხარისხით აწარმოებს პროდუქციას. შპს „დინას“ მიერაა დამზადებული თბილისის, ერევნის, ბაქოს მეტროპოლიტენების ესკალატორების და ვაგონების  მაკომპლექტებელი ნაწილები: ესკალატორის სახელურები, საფეხურები სრული კომპლექტაციით, ესკალატორის გამწევი ჯაჭვები, ვაგონის რეზინები, სამუხრუჭე ხუნდები,ამორტიზატორები და ა.შ. გაბარიტული მეტალის კონსტრუქციები სს „საქართველოს რკინიგზისათვის“,  აგრეთვე კომპანიის მუდმივ დამკვეთებს შორის არიან ენერგოსექტორში მომუშავე კომპანიები, ჰესები, ბათუმისა და ფოთის პორტები, „სოკარ-ჯორჯია გაზი“, „ჰაიდელბერგცემენტი საქართველო“ და მრავალი სხვა.

 

კომპანია კარგადაა  ტექნიკურად აღჭურვილი და დაკომპლექტებულია  მაღალპროფესიული კადრებით, რაც განაპრობებს იმას, რომ  დამკვეთს სთავაზობს სრულ  ტექნოლოგიურ ციკლს, რაც წარმოდგენილია  საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული ნაწილის შემუშავებით, ნედლეულის შერჩევით (რიგ შემთხვევებში ნედლეულის დამზადებით), დეტალების დასამზადებლად საჭირო შტამპების, წნეხ-ყალიბების და სხვა დამხმარე მოწყობილობების დამზადებით, დეტალის დამზადებით სტანდარტებისა და ტექნოლოგიური რეგლამენტის ზუსტი დაცვის პირობებში, მიღებული პროდუქციის სათანადო შიდა ლაბორატორიული შემოწმებით.

 

კომპანიის გენერალურ დირექტორს სამომავლო განვითარებისათვის აუცილებელ პირობად  წარმოების კიდევ უფრო მეტად დივერსიფიკაცია მიაჩნია.

53060081_2069885923102866_32056348523846

თამარ ანთიძე

 

კომპანია „სოკარის“ მარკეტინგის მენეჯერმა, თამარ ანთიძემ, განათლება მიიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. დასაწყისისათვის, შეისწავლიდა საერთაშორისო ურთიერთობებს და ეკონომიკას. შემდგომ მაგისტრატურა  გაიარა საერთაშორისო მენეჯმენტის მიმართულებით. თამარი მოხარულია, რომ მოახერხა განათლების მიღება მრავალმხრივი მიმართულებით, რადგან დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში, როდესაც ბიზნესი, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორი ასეთი გადაჯაჭვულია, წარმატების მიღწევა რთულია, თუ მხოლოდ ერთი მიმართულებით იხედები.

 

მისი კარიერა დაიწყო „სოკარში“, სტაჟიორად. ყოველთვის აინტერესებდა მარკეტინგი და მისთვის იდეალური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ადამიანებთან კომუნიკაცია იყო.  სტაჟირების გავლის შემდეგ „სოკარში“ დარჩა სამუშაოდ.

 

თამარი თვლის, რომ მისი მომავალი საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული იქნება მარკეტინგთან და კორპორატიულ კომუნიკაციებთან. მისთვის წარმატების მთავარი საზომია, თუ რამდენად სიკეთის და სარგებელის მომტანია საზოგაოდებისათვის მის მიერ გაკეთებული საქმე. „სოკარი“ არის ის კომპანია, რომელიც აძლევს საშუალებას, თავი რეალიზებულად და ადამიანებისათვის სარგებლის მომტანად იგრძნოს.

„სოკარი“ ემსახურება ნებისმიერი ტიპის ავტომობილებს. კომპანიის გუნდი ცდილობს, რომ „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური იყოს შეუცვლელი ადგილი ყველა ტიპის ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებისთვის. ადგილი, სადაც მომხმარებლები შეძლებენ არამარტო ბენზინის, დიზელის და ბუნებრივი აირის შეძენას, არამედ ავტომობილის გამართვას, გარეცხვას, აქსესუარების შეძენას, ელექტრო ავტომობილების დატენვას და ა.შ. თამარის, როგორც მარკეტინგის მენეჯერის, ფუნქციაა ამ ყველაფერზე ზრუნვა. 

 

„სოკარი“ მულტინაციონალური კომპანიაა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა, ხოლო პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წელს გაიხსნა. დღესდღეობით, კომპანიაში 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. საქართველოს ყველა რეგიონში სოკარი მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურებს, მომსახურების მაღალ სტანდარტს და უმაღლესი ხარისხის ევროპულ საწვავს.

 

კომპანია განსაკუთრებით ამაყობს მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით, რომელსაც სისტემური სახე 2018 წელს მიეცა და შეიქმნა გრძელვადიანი CSR სტრატეგია, რომელიც მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას. ესენია:

  1. გარემოს დაცვა

  2. ახალგაზრდების მხარდაჭერა

  3. უსაფრთხოება

  4. ქალთა გაძლიერება

  5. შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია.

53083463_502049213658196_394146168476113

მარეხ გვარამაძე

მარეხი გვარამაძე არის ახალგაზრდა ლიდერი ქალი, ანტრეპრენერი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიურად არის დაკავებული სამოქალაქო აქტივიზმით და ჩართულია საქართველოში განათლების სისტემის განვითარებას პროცესებში. 

 

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრმა, მარეხ გვარამაძემ,  უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ხოლო მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ამავე უნივერსიტეტში, საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით.


 

ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებში და იმაღლებს კვალიფიკაციას პროფესიული მიმართულებებით შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის შეერთებული შტატები, ჰოლანდია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, გერმანია და სხვა. 

 

2008 წლიდან 2015 წლამდე, მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა საგანმანთლებლო სივრცეში, 2011 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი, რომლის პროექტებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 3000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა დროს, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პროცესში თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის არის: UNDP Georgia, კონრად ადენაუერის ფონდი კავკასიაში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და სხვა. 

 

ამ გამოცდილებით, 2015 წელს, დააფუძნა კანტის აკადემია, როგორც სტარტაპი, რომელიც დღეს არის ლიდერი საგანმანათლებლო სივრცე 7-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის საქართველოში. კანტის აკადემიამ დაიწყო ქვეყანაში დასავლური ღირებულებებისა და გამოცდილების დანერგვა განათლების სფეროში და აქვს ამბიცია, რომ თავისი ხედვებითა და გამოცდილებით მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს განათლების პოლიტიკაში. კანტის აკადმია შექმნა აკადემიური გამოცდილება მოზარდებსა და პრაქტიკოს პროფესიონალებს შორის. ამ გამოცდილების საფუძველზე, შექმნა ქართულ რეალობაში ადაპტირებული განათლების მოდელი, რომელიც ეფუძნება ემოციური ინტელექტისა, ქოუჩინგისა და წარმატების მიღწევის სტრატეგიას. 

დღემდე, კანტის აკადემიის პლატფორმის ფარგლებში 5000-მდე ახალგაზრდამ შეძლო პიროვენული და პროფესიული განვითარება. აკადემია, ახორციელებს 20-მდე ადგილობრივ პროგრამას, მისი ეგიდით ქართველი ახალგაზრდა ლიდერები წლიურად 50-მდე საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ა.შ.შ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია, და სხვა.

2018 წლიდან, მარეხი არის გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციის მრჩეველი ნიუ-იორკში, ხოლო კანტის აკადემია ასოციაციის მთავარი წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში. 2020 წლის მარტში, ნიუ-იორკში მარეხის გადაეცა ჯილდო გაეროს მოდელირების კონცეფციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. 

 

მისი ჩართულობით, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციებში საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში 1000-მდე ახალგაზრდა ლიდერი მონაწილეობდა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და აქვს ამბიცია, რომ იყოს რეგიონული ჰაბი საერთაშორისო პლატფორმის სახით, ხედვებისა და იდეების გაზიარების კუთხით. პლატფორმას მხარს უჭერს და მის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტი, ქალაქ თბილისის საკრებულო და სხვა ორგანიზაციები. 

 

 

 

2019 წლიდან მარეხი არის ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” წევრი და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ფონდთან თანამშრომლობით, რეგიონში მცხოვრებ ქალებს (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო ქართლი), საკუთარი გამოცდილებითა და ცოდნით ეხმარება ბიზნეს და საზოგადოებრივი საქმიანობის განვითარებაში.

 

2020 წელს, მარეხი გახდა გლობალური მოძრაობის “We Make Change” პრეზიდენტი საქართველოში და წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომლის მიზანი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო სოციალური გლობალური ცვლილებების ხელშეწყობაა.

 

2019 წლიდან, პარტნიორებთან ერთად დააფუძვნა კორპორაცია ქართ-ველი, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. ამ მიზნით, ის აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორ ქვეყნებთან და ინსტიტუციებთან, შემომყვანი ტურიზმის განვითარების მიზნით. კორპორაცია ქართ-ველს მისიაა ქართული უნიკალური ეთნო კულტურული ლოკაციების აღმოჩენა, განვითარება და პოპულარიზაციაა მსოფლიოს მასშტაბით. 

 

მარეხი, ამ ეტაპზე მთლიანი რესურსით ჩართულია განათლების სფეროში ცვლილებების ხელშეწყობისა და ახალ თაობაში ლიდერების აღმოჩენაში. წარმატებით ახერხებს ერთმანეთს შეუთავსოს ოჯახი და კარიერა, ამასვე მიიჩნევს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად. არის ორი შვილის დედა, წარმატებაზე ორიენტირებული და დიდი მიზნებისკენ მოსიარულე. ფიქრობს, რომ 30 წლის ასაკში მიღწეული წარმატება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ამის შემდეგ მიაღწევს. მიზნად ისახავს განათლების სფეროში ინოვაციების მაქსიმალურად ხელშეწყობას და განათლების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, რადგან თვლის, რომ წარმატების კატალიზატორი სწორედ განათლებაა.

Photo Marekhi Gvaramadze.JPG

ქეთევან კრებსერ-წიქორიძე

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრმა, ქეთევან კრებსერ-წიქორიძემ, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა დ ა ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით.

 

მისი კარიერა შვეიცარიაში დაიწყო. ძირითადად, ორიენტირებული იყო საქველმოქმედო პროექტებზე. ქეთევანმა დააარსა „ქართველთა თანადგომის საზოგადოება“, რომელიც შვეიცარიაში მოზიდული ფინანსების მეშვეობით საქართველოში საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა.

 

ამჟამად, ქეთევანი შვეიცარიაში, კერძოდ, შაფჰაუზენში, ინტერნაციონალური ქალთა კლუბის - Inner Wheel-ის წევრია. იყო აღნიშნული კლუბის პრეზიდენტი, რაც, თავისთავად, პირველი შემთხვევა იყო კლუბის ისტორიაში. კლუბის წევრები ქალები არიან და მათი თანამშრომლობა მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და თანადგომაზეა დაფუძნებული.

 

ქეთევანის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ქველმოქმედებაა, თუმცა, აქვს საკუთარი ბიზნესიც, კერძოდ, შენობა-ნაგებობების შიდა გაყვანილობები; მათი გაზით, წყლით, გათბობით და ვენტილაციით უზრუნველყოფა. მასალა შვეიცარიულია და უმაღლესი ხარისხით და სტაბილურობით გამოირჩევა.

 

კარიერის განმავლობაში, ქეთევანისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი პროექტი იყო სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სასმენი აპარატების ჩამოტანა და წიგნის თარგმნა მათი პრობლემების შესახებ. ასევე, გამოარჩევს პროექტს, რომელმაც მარტვილის კლინიკა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყო. შვეიცარიელი ექიმების დახმარებით და თანადგომით მარტვილის კლინიკაში „მკურნალი“ შეიტანეს სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურა.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ქეთევანმა ორი მარტვილელი გოგონა რამდენიმე კვირით წაიყვანა შვეიცარიაში, ადგილობრივ სკოლაში განათლების მისაღებად. შემდგომ კი შვეიცარიელი ახალგაზრდა ესწრებოდა გაკვეთილებს მარტვილის სკოლაში.

 

ამჟამად, ქეთევანი  კონცენტრირებულია მოხუცებულთა სახლზე. აღნიშნული პროექტიც სამეგრელოში განხორციელდება. სავარაუდოდ, ამ სახლის წყალობით 2020 წელს დაახლოებით 16 მოხუცი გარანტირებულად მშვიდ, სუფთა და თბილს სიბერეს გაატარებს.

 

რამდენადაც ქეთევანის საქმიანობის სფერო და მთავარი მოწოდება ქველმოქმედებაა, იგი სამომავლოდ  ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს, რათა ამ საქმეში მეტი ფინანსური სახსრის ჩადების საშუალება მიეცეს.  

image.png

თამარ კერძაია

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრი, თამარ კერძაია, განათლებით იურისტია. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტი და აქვე მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სამართლის მიმართულებით. დოქტორანტურა New Vision უნივერსიტეტში გააგრძელა. შემდგომში,კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში, მიუნსტერის სახელმწიფო უნივერსიტეტში (University of Münster). თამარი სამედიცინო სამართლის მკვლევარია. არისგერმანიის მთავრობის სტიპენდიანტი. სხვადასხვა მიმართულებით გამოცემული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები.

თამარს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები და წარსულში წარმატებით უძღვებოდა იურიდიულ კომპანიას.

ასევე, ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, თუმცა საქმიანობა ამ კუთხით არ გაუგრძელებია.

თამარი ამჟამად, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორია, სადაც ასევე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას იკავებს. პარალელურად, იგი ტრენერია სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის, ტრენინგებს ატარებს ადვოკატებისათვის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ (Georgian Lawyers Association).

თამარი რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ფუნქციონირებენ. მათ შორისაა სამედიცინო, კვების, ესთეტიკის და სხვა მიმართულებები.

საყურადღებოა, რომ თამარი საკმაოდ ადრეული ასაკიდან მუშაობს. როგორც თავად იხსენებს, სულ რაღაც 13 წლის იყო, როდესაც პირველი სამუშაო მოიპოვა და ენთუზიაზმით ისწრაფვოდა მიზნისკენ - ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამ გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა მოახდინა მის სამომავლო წარმატებაზე, რადგან საჭირო უნარ-ჩვევები გამოიმუშავა.

უკვე 18 წლის ასაკში თამარს ჰქონდა პირველი  ბიზნესი - ესთეტიკური ცენტრი „პრიმავერა“, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა თავის სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდგომში, დატვირთული განრიგიდან გამომდინარე,  თამარმა გააცნობიერა, რომ მისთვის, როგორც სტუდენტისათვის, უკეთესი იქნებოდა, მთელი დრო სწავლისათვის დაეთმო. გარდა ამისა, გრძნობდა, რომ მისი მოწოდება განსხვავებული იყო, რადგან ბავშვობიდან წერდა დეტექტივებს და სურდა, იურისტი გამოსულიყო.

მიზანი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განახორციელა - იურიდიული კომპანია გახსნა, სადაც არბიტრაჟის თავმჯდომარეც იყო. შემდგომ სწავლა განაგრძო მაგისტრატურაში. მომდევნო ეტაპი იყო პროფესიული საქმიანობა გერმანიასა და იტალიაში. დროთა განმავლობაში, მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგსა და კონფერენციაში, რამაც, ასევე, დიდი გავლენა მოახდინა მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე.

თამარი საგანმანათლებლო სფეროშიც აქტიურადაა ჩართული და სტუდენტებისათვის ლექციებს კითხულობს. ლექტორობით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. ჩატარებული ლექციებისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მიიღო შეთავაზება, მისი საქმიანობა, გარკვეულწილად, უნივერსიტეტისათვის დაეკავშირებინა. დასაწყისისათვის, იყო სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი. მალე მიიღო ახალი წინადადება და მთელი უნივერსიტეტის მართვა გადაიბარა.

ახალი სფეროს ათვისების შემდეგ, თამარმა მოიპოვა DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) გრანტი კვლევითი საქმიანობისათვის და გერმანიაში, მიუნსტერის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაემგზავრა.  

2018 წელს თამარმა კიდევ ერთი უნივერსიტეტისაგან მიიღო შეთავაზება; იგი ევროპის უნივერსიტეტის გუნდის წევრი გახდა, სადაც დღემდე იკავებს ვიცე-რექტორის თანამდებობას. სტუდენტებთან ურთიერთობა მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მისი თქმით, დიდი პატივი და სიხარულია, როდესაც თავს იმ ადამიანების ნაწილად გრძნობს, ვინც განათლებას ემსახურება და საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სტუდენტებს გადასცემს.

„ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ნათელი მომავალი განათლებაა. შესაბამისად, ზუსტად იმ სფეროში ვარ, სადაც უნდა ვიყო დღეს“, აღნიშნავს თამარი. ამ ეტაპზე, მისი სამომავლო პროფესიული გეგმები საგანმანათლებლო სფეროს და უნივერსიტეტს უკავშირდება, თუმცა, მომავალში არც პროფილის შეცვლას გამორიცხავს, რადგან მისთვის განმსაზღვრელია ხარისხიანი და ქვეყნისთვის ფასეული საქმით იყოს დაკავებული. ზუსტად იცის, რომ არასდროს დაკავდება ისეთ ბიზნესში, რაც მომხმარებელთა უფლებების დარვევას ან უხარისხო პროდუქციის წარმოებას უკავშირება.

თვლის, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც რამდენიმე განსხვავებულ სფეროში საქმიანობას წარმატებით ართმევს თავს, საკუთარი ღირებულებების სწორად გაანალიზებაა, რაც  საშუალებას აძლევს სწორად განსაზღვროს სამომავლო გეგმები და შეიძინოს მათ განსახორციელებლად სათანადო ცოდნა და უნარები. არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი და მისი სწორად განაწილება, რაც თამარს ოჯახსა და კარიერას შორის ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება.

tamar1.jpg

ადელაიდა ნანიკაშვილი

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრმა, ადელაიდა ნანიკაშვილმა, 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტი და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იმავე მიმართულებით სწავლა შვეიცარიაში განაგრძო ხოლო, 2007 წელს ციურიხის უნივერსიტეტში გაიარა მარკეტინგისა და მენეჯმენტის პროგრამა.

 

მისი მაგალითი კიდევ ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ შეხედულებები „მამაკაცურ“ და „ქალურ“ პროფესიებზე მეტწილად სტერეოტიპულია და რომ ქალს ნებისმიერ სასურველ სფეროში შეუძლია იყოს წარმატებული.

 

2014 წლიდან, ადელაიდა სათავეში უდგას ინერტული მასალების გადამამუშავებელ კომპანიას „აიემსი“-ს, რომელიც პროდუქციით ამარაგებს სხვადასხვა ბეტონის მწარმოებელ ქარხნებს, საგზაო და სამშენებლო კომპანიებს.

 

როგორც ქალბატონი ადელაიდა ამბობს აღნიშნული ბისზენი მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ,,კაცური საქმეა“, საკმაოდ საინტერესოა და დღიდან მისი მისვლისა კომპანია იყენებს ბუნებრივი რესურსების ,,პასუხისმგებლიანი მოპოვების“ პრაქტიკას რაც ამ სფეროში წინგადადგმული, საკმაოდ იშვიათი ნაბიჯია და აღნიშნული ხელს უწყობს მრეწველობის ამ სფეროს (სამთო მოპოვებითი მრეწველობის) იმიჯის გაუმჯობესებას.

 

მის მიერ არის ასევე დაფუძნებული (2008 წელს) ტურისტული კომპანია ,,თრეველ ტური“, რომელსაც იგი წარმატებით უძღვება და ქართულ  ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანიაა. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ბიზნესი სრულიად განსხვავებული სფეროა, სწორი მენეჯმენტის წყალობით, შესანიშნავად ართმევს თავს საქმიანობას. 

 

იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ წარმატებული კარიერის მქონე ქალებს პირადი ცხოვრებისათვის დრო არ რჩებათ, პრიორიტეტების და დროის სწორად გადანაწილების შედეგად, ახერხებს სათანადო დრო დაუთმოს, როგორც სამსახურს, ასევე ოჯახს.

 

ამ ეტაპზე, ადელაიდა თავს სრულიად რეალიზებულად გრძნობს, თუმცა, სამომავლოდ, არ გამორიცხავს სხვა საინტერესო დარგების შესწავლასაც და თავისი ძალების მოსინჯვას სხვა სფეროში საკუთარი ბიზნესის გაფართოების  მიზნით.

 

 

 

 

ნათია ჯანელიძე

კომპანია „გაზელ ფაინენსის“ საინვესტიციო დირექტორმა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრმა, ნათია ჯანელიძემ, დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით. მაგისტრატურაში სწავლა ამერიკის შეეერთებულ შტატებში განაგრძო ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მისური-კოლუმბიის უნივერსიტეტში.

 

ამერიკაში სწავლის დასრულების შემდგომ ნათია საქართველოში  დაბრუნდა და სადოქტორო ხარისხი დაიცვა ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით.

მისი კარიერა 2000 წელს, სულ რაღაც 20 წლის ასაკში დაიწყო „თიბისი ბანკში“, კორპორატიული საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, რაც მისთვის დიდი გამოცდილების მომტანი სკოლა აღმოჩნდა. მალევე დაწინაურდა ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

 

2005 წელს, ნათიამ კვლავ მიიღო შეთავაზება „თიბისი ბანკისგან“ და აქვე განაგრძო საქმიანობა ახლად ჩამოყალიბებული მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. დეპარტამენტის გაფართოების შემდეგ, მან კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე გადაინაცვლა.

2006 წელს, საქართველოში შემოვიდა ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“. 2007 წელს, ნათიამ მათგან მიიღო შეთავაზება. იგი ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.

 

15წლიანი საბანკო კარიერის განმავლობაში, ნათიას საქმიანობა ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის და კორპორატიული დეპარტამენტების ხელმძღვანელობასთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ზოგჯერ, საქმიანობის სფეროები მცირედით იცვლებოდა. სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ხარისხის დეპარტამენტის მართვის უფროსად, რაც მოიცავდა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ფილიალების კოორდინაციას.

 

2012 წელს, ნათია კვლავ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას დაუბრუნდა.

შემდგომი ნაბიჯი ბანკის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტი კომპანიის კოორდინატორად გადასვლა იყო, როგორც ბანკის წარმომადგენელის აღნიშნულ კომპანიაში.

2014 წელს, ნათიას ოჯახი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, შესაბამისად, მას ბანკის დატოვება მოუხდა. საქართველოში საკმაოდ მალე დაბრუნდა და მიიღო ახალი შეთავაზება კოპანია „გაზელ ფაინენსისგან“, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში  იყო.

„გაზელ ფაინენსი“ არის საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი, რომლის მთავარი მიზანიც უკეთესი ფინანსური გარემოს შექმნაა მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის, მეწარმეებისათვის და იმ საზოგადოებისათვის, რომელსაც ისინი ემსახურებიან. მას წარმომადგნლობა აქვს როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. ფონდი დაფინანსებულია ამერიკული, ჰოლანდიური და ქართული მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

 

რაც შეეხება „გაზელ ფაინანსის“ ინვესტორებს, ისინი არიან  განვითარების სფეროში მოქმედი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები  და საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი, როგორიცაა: ამერიკული OPIC; ჰოლანდიური FMO; Dutch Good Growth Fund და ქართული „საპარტნიორო ფონდი“.  

2015 წლიდან ნათია კომპანიის საინვესტიციო დირექტორია, რაც მისთვის რადიკალურად ახალი მიმართულება იყო. ფონდის მიდგომები და პროდუქტები მრავალფეროვანია და მსგავსი მექანიზმებით დაფინანსება შედარებით ახალია ქართული რეალობისათვის.

 

„გაზელ ფაინენსი“, კომერციული მიზნების გარდა, დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას, მათ შორის, დასაქმების ხელშეწყობას, ეკოლოგიის დაცვას, ექსპორტის გაზრდას, ქალი მეწარმეების ხელშეწყობას. ფონდი ცდილობს, მის პორტფელში იყოს რაც შეიძლება მეტი კომპანია, რომელიც წარმატებული ქართველი ქალებითაა დაკომპლექტებული. ფონდი ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობის ფარგლებში გეგმავს ერთ-ერთი წარმატებული, მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი ქალის ჩამოყვანას საქართველოში, რომელმაც დაწერა ბესტსელერი, სახელწოდებით „აღმასრულებელი დირექტორი კარის ზღურბლზე“. საქართველოში იგი ჩაატარებს მასტერკლასს „გაზელ ფაინანსის“ კლიენტი კომპანიებისათვის, მეორე ღონისძიება კი მეწარმე ქალებს დაეთმობა, რომელთაც იგი მასტერკლასის ფარგლბში საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გადასცემს.

 

კომპანია გეგმავს, რომ მსგავს ღონისძიებებს მისცეს  პერმანენტული ხასიათი და ქალი მეწარმეების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით მინიმუმ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს ანალოგიური აქტივობები.

ემილი ჩენონ

ემილი ჩენონი გაზელ ფაინანსის გუნდს 2017  წლის ოქტომბერში შეუერთდა, როგორც ოპერაციების ოფიცერი.  ემილის აქვს მრავალ კომპანიაში ფინანსური მიმართულებით მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. მათ შორისაა აუდიტი, ინვესტორებთან ურთიერთობა, ფინანსური მოდელირება, ფინანსური ანალიზი, კომერციული საბანკო და კორპორატიული საბანკო მიმართულება.

გაზელ ფაინანსში მუშაობის დაწყებამდე, ემილი იყო სტაჟიორი-ანალიტიკოსი EBRD-ის წარმოებისა და მომსახურების გუნდში. ამ პერიოდში, ის ჩართული იყო რამდენიმე პროექტის განხორციელებაში საქართველოსა და აზერბაიჯანში, ინვესტიციის საერთო ღირებულებით- $50 მილიონი. როგორც პროექტის გუნდის წევრი, ის პასუხისმგებელი იყო კოვენანტებთან შესაბამისობის მონიტორინგზე, გარემოს დაცვით და სოციალურ შესაბამისობაზე, სუბიექტის შეფასებაზე/დიუდილიჯენსზე, საკრედიტო შეფასების მომზადებაზე, პირდაპირი ფინანსირებისა და თანადაფინანსებისპ როექტებზე მემორანდუმის საბოლოო გადახედვაზე, ფინანსური მოდელების შექმნაზე/განახლებაზე.

EBRD-მდე კი, ემილი დასაქმებული იყო დელოიტში, თავდაპირველად როგორც ბუღალტერი, შემდეგ კი- როგორც აუდიტორი. მის მოვალეობას წარმოადგენდა აქტივების, ვალდებულებების და კაპიტალის ანგარიშების გატარება, ფინანსური ანგარიშების აუდირება დადგენილი პროცედურების, IFRS დაUS GAAP პრინციპების შესაბამისად, საკრედიტო შეფასების პროექტებზე მუშაობა.

ემილი ასევე მუშაობდა სს ბანკში კონსტანტა, როგორც ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი. მას ევალებოდა ბანკის კრედიტორებისთვის ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბანკის ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი, ბანკსა და კრედიტორებს შორის ხელშეკრულებების მომზადება.

ემილი ჰალტის საერთაშორისო ბიზნესსკოლის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრია, ფინანსებისა და მართვის სპეციალიზაციით. მან წარმატებით გაიარა F1F9 (FAST)  მოდელირების კურსი და გეგმავს გახდეს ACCA-ს წევრი( დღეისათვის, მას წარდგენილი აქვს F1-F5 ACCA დოკუმენტები). ინგლისურ და ქართულ ენებზე საუბრის გარდა, ემილი კარგად ფლობს რუსულ ენას.

Photo-A.Nanikashvili.jpg
F7dAB6Nbz2ghu9t1cvdq-cropped.jpg
Emily.jpg

ნატალია თოლორაია

„ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელი

1995 წელს დააფუძნა და გახსნა პირველი სილამაზის სალონი „ნატალი“, რომელიც 2 წელიწადში გაფართოვდა და მიიღო ქსელური სახე; 2000 წელს - „ნატალის“ შეემატა სპა ცენტრები, რომელსაც წარმოადგენდა იტალიური კომპანია “Maletti”; 2002 წელს -  „ნატალიმ“  თმის მოვლის პროფესიონალური ხაზის საშუალებების მწარმოებელი იტალიური ტოპ-ბრენდი “Framesi”-ის ხაზი შესთავაზა მომხმარებელს; 2003 წელს - ამ ყველაფერს მიემატა
ფრჩხილის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ამერიკული ბრენდი „NCLA”;
2004 წელს - სამედიცინო-ესთეტიკური აპარატების მწარმოებელი იტალიური პრემიუმ ბრენდი - „DEKA”; 2005 წელს - პრემიუმ სპა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი  ესპანური ბრენდი „Germaine de Capuccini” შესთავაზეს მომხმარებელს.
2010 წელს - დააფუძნა  „ნატალი ჯგუფის“ საკონსულტაციო ჯგუფი;
2013 წელს - „ნატალი ჯგუფის“ ქსელს შეემატა სამედიცინო-ესთეტიკური კლინიკა „ნატალი ანტი ეიჯ კლინიკა“
2015 წელს - გაიხსნა პროფესიული კოლეჯი „ნატალი აკადემია“
2017 წელს - „ნატალი ჯგუფის“ ქსელს შეემატა სილამაზის ცენტრი „ნატალი დრაი ბარი“

მიღებული მნიშვნელოვანი ჯილდოები:
2014-2018 წლებში „საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგისგან“  დაჯილდოვდა ნომინაციაში „დარგის მუდმივი ლიდერი 5 წლის განმავლობაში“
2017 წელს - „საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგისგან“ დაჯილდოვდა ნომინაციაში „წლის ლიდერი კომპანია“
2018 წელს - „საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგისგან“ საგანმანათლებლო სფეროში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გამო „ნატალი აკადემიამ“ მიიღო საგანმანათლებლო ჯილდო

natalia toloriaia.jpeg

ქეთევან ჯაფარიძე

შოკოლადის კომპანია „Rosali Sambar- როსალი სამბარის“ მფლობელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ინდექსის“ გამგეობის წევრი, საქმიანობის
სფერო - ადამიანის უფლებები.
2003 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტი; 2017 წელს მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი;
2004-2005 წლებში მუშაობდა საადვოკატო ოფისში ,,დავით ლანჩავა” ადვოკატად; 2006
წელს ნავთობის ეროვნული კომპანიის ,,საქნავთობის” იურიდიული განყოფილების
მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა; 2007-2010 წლებში იყო იურიდიულ
კომპანია ,,ჯაფარიძე, ალექსიძე, გაბრიელაშვილი” მმართველი პარტნიორი; 2018-2019
წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი
სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.
მომავალში საქმიანობას უკავშირებს შოკოლადის კომპანია ,,როსალ სამბარს“, რომელიც
წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე და გეგმავს მის განვითარებასა და გაფართოვებას.

DE0C1C71-E1CB-46B2-87E2-CD22F3089AAD.png

ანა მიქელაძე

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი და HR საკონსულტაციო კომპანიის  BBS-Best Business Solution-ის მმართველი პარტნიორია. მისი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია და არაერთ კომპანიას მოიცავს, მათ შორისაა: სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი ( ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის უფროსი); ექსპო ჯორჯია (მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი); ოუფენ-ნეტი (პროექტის რეგიონალური კოორდინატორი); დელტა (სსსტც) (საოპერაციო მართვის დეპარტამანეტის უფროსი); დექსუსი - მმართველი კომპანია (დირექტორის მოადგილე); საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ( სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტი მთავარი სპეციალისტი); საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტი მთავარი სპეციალისტი); მსოფლიო ბანკი-კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური განვითარების პროექტი (კოორდინატორის მოადგილე);  GESCO (მარკეტინგის დირექტორი); სარეკლამო კომპანია "MSG" (მმართველი პარტნიორი);  საქართველოს ეროვნული ობსერვატორია - ევროპის განათლების ფონდის პროექტი (ETF) - ადგილობრივი ექსპერტი;  დასაქმების დეპარტამენტი (საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი). 

 

ადამიანური რესურსების მართვის განვითარების მიმართულებით, ანას სხვადასხვა დროს 50-მდე ორგანიზაციისთვის აქვს გაწეული კონსულატაციები, მათ შორისაა: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, მშვიდობის ფონდი, აწარმოე საქართველოში, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, GITA და სხვ.

ანა ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

81241249_10215829628949744_7044404504753

ანა ცხადაძე

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრი, შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველოს ადგილობივი წარმომადგენლობის დირექტორი. 

 

ანას პირველი სამსახური კომპანია ეივონია, სადაც მისვლის დღიდან მუდმივად ვითარდება და ამ ეტაპზე უკვე მე-5 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია რომ ანას დანიშვნამდე კომპანიას ლოკალურად რეგიონიდან მოვლენილი ექსპერტები მართავდნენ, კომპანიაში მუშაობის 15+ წლიანი გამომცდილებით. ანას ლიდერული თვისებებისა და ღირებულებების დამსახურებით, ბიზნესის ფუნდამენტური ცოდნისა და გასულ პოზიციებე ეფექტური მართვის გამოცდილების გამო, ის პირველი ქართველი დირექტორი გახდა კომპანიაში.

 

მის მიერ ეივონში განვლილი გზა კი ასე გამოიყურება, თავდაპირველად იგი გაყიდვების ჯუფის კოორდინატორი გახლდათ, შემდეგ უფროსი ბიზნეს ტრენერი  (Sr business Trainer), რის შემდგომაც მომხმარელებთა მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, ამას მოჰყვა გაყიდვების დირექტორობა და დღეს იგი უკვე ეივონ კოსმეტიკს საქართველოს ადგილობივი წარმომადგენლობის დირექტორია.

72664784_1537254793105523_86835716307413

ქეთევან ხიშტოვანი

ბიზნესლიდერთა ფედრაციის წევრი,  ექიმი დერმატოლოგი.

 

ქეთევანი სხვადასხვა დროს სწავლობდა და მუშაობდა გერმანიაში, ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მოგვიანებით საგანმანათლებლო მოღვაწეობა საქართველოში განაგრძო. შემდეგ კი იტალიაში განავითარა, სადაც დერმატოქირურგიას დაეუფლა. შეეხო, სამედიცინო  მენეჯმენტსაც და მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა .  ამჯერად PHD კანდიდატია.

ქეთევანმა საქართველოში პირველი ტელემედიცინის პლატფორმა შექმნა დერმატოლოგიაში, მან ასევე დააფუძნა, საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაცია. მისი ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდა პედიატირული დერმატოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია . ღონისძიებამ, ყოველწლიური სახე მიიღო რაც ექიმთა  და სტუდენტთა უწყვეტ განათლებას ემსახურება.

 

ქეთევან ხიშტოვანი არის არაერთი საერთაშორისო კვლევის მონაწილე , სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მიწვეული ლექტორი და საერთაშორისო სპიკერი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი .

 

 ამჟამად მუშაობს რამდენიმე კლინიკაში, კითხულობს ლექციებს, ატარებს კონფერენციებს და ხელს უწყობს სამედიცინო საგანმანათლებლო საქმიანობას. ჩართულია მრავალ პროექტში, საქველმოქმედო აქტივობებში. უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგებთან. ცდილობს ინოვაციური მიგნებები საქართველოშიც გადმოიტანოს და ახალი სტანდარტები დაამკვიდროს.

46899439_2370946226311542_26347929996361

ანა ჩეჩელაშვილი

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი.

ანას განათლება კავკასიის უნივესიტეტში აქვს მიღებული, ფინანსების განხრით, ასევე გაცვლითი პროგრამით სწავლობდა რიგაში RISEBA-ს უნივერსიტეტში.

პირველი სამუშაო ადგილი მისთვის  სასტუმრო“თბილის მერიოტი“ იყო, ბანკეტების ოფიციანტის პოზიციას იკავებდა და ძალიან გრძელი გზა გაიარა ივენთ მენეჯმენტში, გაყიდვებში.  ანა ამჟამად გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორია. 

2013 წელს მარიოტიდან წავიდა ცოტა ხნით და M2-ში კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობდა, ამის შემდეგ დააწინაურეს და  უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს, მაგრამ როგორც კი შანსი გაუჩნდა ისევ „თბილისი მერიოტში“ დაბრუნდა და დღემდე იქ აგრძელებს საქმიანობას.

ყველაზე დიდი მიღწევა ანასთვის საკუთარი ოჯახია, მაგრამ სამსახურეობრივად ალბათ ის რომ 31 წლის ასაკში უკვე გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის პოზიციას იკავებს, რაც  იშვიათია მარიოტის ქსელში და ამიტომ ერთერთ ყველაზე ახალგაზრდა დირექტორია. 

ANA CHECHELASHVILI.jpg

ნათია ნანობაშვილი

სასტუმროების: "თბილისი მარიოტი", "ქორთიარდ მარიოტი" და "მოქსი თბილისი" - გაყიდვების უფროსი მენეჯერი

 

განათლება საქართველოში მიიღო “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში” - საერთაშორისო ურთიერთობრბის მიმართუკებით. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მაგისტრის ხარისხი, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში მოიპოვა.

 

ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც საერთაშორისო ბრენდის ერთ-ერთ სასტუმროში „თბილისი მერიტის“-ის გაყიდვების დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა. მისი ამჟამდილი საქმიანობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, საელჩოებთან, სამთავრობო სექტორთან დაკავშირებას და მოლაპარაკებას მოიცავს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სასტუმროს მომსახურეობის გაცნობას.


 

უყვარს ის საქმე რომელსაც აკეთებს, მისთვის „თბილისი მერიოტი“ წარმატების საწინდარია, რადგან სჯერა, რომ გზა, რომელსაც ამ კომპანიაში გადის წინ გადადგმული ნაბიჯია კარიერული ზრდისთვის.

2.jpg

თეა ადუაშვილი

თეა ადუაშვილი - საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC-ისა და ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელია, იგი ბინზესლიდერთა ფედრაციას 2020 წელს შემოუერთდა.

 

თეამ უმაღლესი ეკონომიკური განათლება საქართველოში მიიღო, 2010 წლიდან დღემდე სერტიფიცირებული აუდიტორია.  გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო სასერთიფიკატო ტრენინგი საგადასახადო, ფინანსურ და აუდიტორულ საკითხებში.

 

დიდი და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს: 1990-1991 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კადრების სამმართველოში მუშაობდა; 1996-2004 წლებში შემოსავლების სამსახურში (საგადასახადო ინსპექცია); 2006-2008 წწ  შპს „ბალანსი“-ს დირექტორი გახლდათ, ხოლო  2009-2010 წწ  ABG Consulting-ის აღმასრულებელი დირექტორი.

თეა 2009 წლიდან აიპი-საქველმოქმედო ქალთა ფონდის „ქალები მომავლისათვის“ პრეზიდენტი და თანადამფუძნებელია; 2011-2012 წწ იკავებდა საგადასახადო ალტერნატიული აუდიტორის თანამდებობას, ხოლო 2012 წლიდან დღემდე საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC-ის მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორია;  2018 წლიდან საქართველოს მეწარმე ქალთა საბჭოს ბორდის წევრი ხოლო 2020 წლიდან დღემდე ააიპ - საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის  პრეზიდენტი და თანადამფუძნებელია.

 

ცხოვრების მთავარ მიღწევად, ოთხი შვილის დედობა და ახლა უკვე ოთხი შვილიშვილის ბებიობასთან ერთად კარიერული მიზნების განხორციელება მიაჩნია.

ნინო ნიაური

ნინო ნიაური ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ახალი წევრია, იგი HR აუთსორსინგული კომპანია „ვან ფოინთი“-ს თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.

ნინო ასევე, რეკრუტინგული კომპანია „ჰედქაუნთი“-ს თანადამფუძნებელია. მისი სამუშო გამოცდილება მრავალფეროვანია, იგი 2016-2019 წლებში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“-ს ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2011-2015 წლებში სს „სილქნეტი“-ს ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი გახლდათ, 2011 წლამდე კი იგი სხვადასხვა სფეროს – (საბანკო, წარმოების, სტუმართმოყვარეობის, სადისტრიბუციო და სხვა კომპანიების), HR მიმართულებების ხელმძღვანელი იყო.

მას სხვადასხვა პროექტებში უთანამშრომლია ისეთ დიდ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: USAID, Mercy Corps, Oxfam, Eurasia Foundation, ევროპული საბჭო, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, მარკ მელმანის ჯგუფი, მსოფლიო ბანკი, CASE-transcaucasus, ქალთა ინიციატივა თანასწორობისთვის და სხვა.

IMG_1612.jpg

შორენა ასაბაშვილი

შორენა ასაბაშვილი - ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია “Loialté”-ს მმართველი პარტნიორი, დასაქმების პლათფორმა hiro.ge-სა და erudio- education hub-ის დირექტორია. მას 13 წლიანი მუშობის გამოცდილება აქვს სხვადასხვა სფეროში, აქედან 9 წელი მენეჯერულ პოზიციას იკავებდა, ხოლო 4 წელი მის პროფესიულ ბიოგრაფიაში სტარტაპებთან მუშაობას დაუთმო. იგი ასევე ტრენინგებს ატარებს და მისი ეს გამოცდილებაც უკვე 2 წელიწადს ითვლის, ამავდროულად “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში”  მენეჯმენტის ფაკულტეტის პრაქტიკას ხელმძღვანელობს. შორენა ასევე იყო CDC-შესაბამისობის განვითარების ცენტრის კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორში  10 წლიანი მუშაობის განმავლობაში, კერძოდ  ლიბერთი ბანკში, 5 წელი თბილისის სხვადასხვა სერვის-ცენტრს ხელმძღვანელობდა.

Sh.A.jpg

ეთერ ირემაძე

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი, SOLO ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი. 

 

 ეთერის კარიერა 1999 წელს ინტელექტბანკში საკრედიტო განყოფილების სპეციალისტად დაიწყო, 2000-2001 წლებში კი გადაინაცვლა ბუღალტერიის განყოფილებაში. 2001-2002 წლებში ეთერი იკავებდა საკრედიტო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობას, მოგვიანებით კი გახლდათ დოკუმენტური ოპერაციების მართვის განყოფილების უფროსი. ეთერმა საქართველოს ბანკში კარიერა 2006 წელს დაიწყო, ეკავა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტში ანგარიშთა მმართველის პოზიცია, რის შემდეგაც გახდა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი კორპორაციული ბანკირი.

 

2006-2008 წლებში ეთერ  ირემაძე იყო კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ურთიერთობების მენეჯერი, 2009 წელს კი გახდა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის სექტორის უფროსი.

 

2009-2016 წლებში ეთერ ირემაძეს ეკავა დირექტორის თანამდებობა კორპორაციული (VIP) საბანკო მომსახურების ჯგუფში, მოგვიანებით ის SOLO საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გახდა. 

 

2017-2019 წლებში ეთერმა გადაინაცვლა GGU-ში (Georgian Global Utilities) და იყო სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტის უფროსი. 2019 წლის მაისიდან დღემდე მას უკავია SOLO ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობა.

 

ეთერ ირემაძეს ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს და არის გრენობლის ბიზნესსკოლის (GGSB) / კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

etuna iremadze (1).jpg

ნინო ენუქიძე

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი.

ნინოს 10 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის მკვლევარი და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორია.
იგი, 2016 წლიდან მონაწილეობას იღებდა თბილისი სილიკონ ველის შექმნის პროცესში, წარმატებით განახორციელა ინოვაციური პროექტები საქართველოში, აკადემიური სექტორის, საერთაშორისო პარტნიორების, კერძო სექტორისა და სტარტაპების ჩართულობით. ისრაელის სილიკონ ვადისთან თანამშრომლობით მან შექმნა გლობალური სტარტაპ ფონდი, რომელიც მუშაობს თბილისში, სილიკონ ველიში.

ნინომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ქალებისთვის კოდინგის სკოლა დააფუძნა. არის AI საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის და ინოვაციების ხელშეწყობის კვლევებზე.

ნინო ენუქიძის ფოტო (1).png

ეკატერინე ეგუტია 

ეკატერინე ეგუტია - ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი და EK Law Office-ს ადვოკატი, მმართველი პარტნიორია ნიუ-იორკში, იგი ასევე „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ - ადვოკატი და მრჩეველია საერთაშორისო საკითხებში.

მისი პროფესიული გამოცდილება მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. 2015-2019 წლებში თიბისი ბანკში  ეკატერინე მთავარი იურისტის პოზიციას იკავებდა; 2010-2014 წლებში საქპატენტში - თავმჯდომარის მოადგილე იყო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში 2009-2010 წლებში - იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2007-2009 წლებში UNDP-ში იურიდიული მრჩეველი, ხოლო ევროკავშირის პროექტში (EU Project), მას იურიდიული მრჩევლის პოზიცია ეკავა 2005-2007 წლებში.

ეკატერინემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ (2003), ჰელსინკის ჰააგა-ჰელიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის - საერთაშორისო ბიზნესის მართვის ბაკალავრის დიპლომი მიიღო (2005) და ამის შემდეგ ლუნდის უნივერსიტეტის - ევროპის ბიზნეს სამართლის მაგისტრი გახდა (2006). 2014 წელს ჩაირიცხა ჰარვარდის სამართლის სკოლაში და მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი (2015). 

ეკატერინე ეგუტია არის საქართველოს ადოვაკატთა ასოციაციის წევრი, ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (NYSBA) წევრი და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) წევრი.

ekaeg (1).png

ნინო ბოგვერაძე

ნინო ბოგვერაძე - ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წევრი, სამართლის დოქტორი, „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს პარტნიორი, ადვოკატი და  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორია. 

საადვოკატო საქმიანობა "კორძაძის საადვოკატო ბიუროში" 2002 წლიდან დაიწყო. პარალერულ რეჟიმში ორი წლის განმავლობაში (2006-2008 წლებში) იგი იყო ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2018 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტია. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი, ააიპ მარო მაყაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე და გამგეობის წევრი.

2001 წელს ნინო ბოგვერაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი); 2015 წელს წარჩინებით დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სპეციალიზაციით (Postgraduate Diploma in Laws), 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (განგრძობადი განათლების ფარგლებში ბიოსამედიცინო ეთიკა და სამართლებრივი წერა), 2018 წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე სუროგაცია/დონაციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე და მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი, იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში (ჩრდილოეთ კაროლინა) უცხოური გაცვლითი სასწავლო პროგრამის მონაწილე (აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული აკადემიური სტიპენდია), მონაწილეობა აქვს მიღებული პროფესიული განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ სხვადასხვა პროგრამებსა და ტრენინგებში, მათ შორის, ტრენინგში ადამიანის უფლებებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი), ევროსაბჭოში თემაზე „ევროპაში სამედიცინო დამხმარებით რეპროდუქციასთან წვდომა და ნაირსახეობა“; 2019 წელს გახდა ფულბრაიტის სამეცნიერო პროგრამის გამარჯვებული და  პროგრამის ფარგლებში აშშ-ში ფორდამის უნივერსიტეტში განახორციელა გამეტების სამართლებრივ და ეთიკურ საკითხებზე კვლევა; იყო საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU4.Justice) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული „იურიდიული კლინიკების როლი და მნიშვნელობა უმაღლეს სასწავლებლებში“ პროექტის ექსპერტი, არის ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამოცემული „არბიტრაჟის განმარტებითი ლექსიკონი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი.

ნინო ბოგვერაძე არის რამდენიმე სტატიისა და მონოგრაფიის „სუროგაციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე“ ავტორი.

121654433_1891467547661701_4413608538610

მარიამ ქოიავა

მარიამ ქოიავა SavvY - ის მმართველი პარტნიორი და SavvY Education-ის
დამფუძნებელია.

მას აქვს 10-წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურების, აუდიტისა და
ტრენერობის მიმართულებით. ის არის ACCA-ის წევრი.

SavvY-ის დაარსებამდე მუშაობდა უფროს აუდიტორად KPMG-ში და რისკების
მენეჯერად თიბისი ბანკში, ყველაზე მსხვილ კომერციულ ბანკში საქართველოში.

მარიამი გახლავთ ADB, EBRD, World Bank-ისა და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციების ტრენერი ფინანსების მიმართულებით.

მარიამი ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს ფინანსებში,
იგი ასევე ჰარვარდის ბიზნეს სკოლის HBX CORe პროგრამის
კურსდამთავრებულია.

MARIAM KOIAVA.jpg

ნინო ჩიკვაშვილი

ნინო ჩიკვაშვილი - ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების ქსელი „პროგრესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.

ნინომ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეში 2 ბაკალავრის დიპლომი მიიღო: ერთი – ინგლისური ენის სპეციალობით, ხოლო მეორე - ეკონომიკის ფაკულტეტის ხარისხით. თბილისის ტექნიკურ სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში. ამას მოჰყვა ლონდონის მართვის სკოლა; აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტობა (მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დოქტორის ხარისხი - განათლების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში. 

ნინო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიერ ავტორიზებული ამერიკული განათლების საერთაშორისო კონსულია, საპატიო დელეგატი და ექსპერტი მშვიდობის განათლების მსოფლიო სამიტზე, (სამხრეთ კორეა, სეული); განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის - უმაღლესი განათლების ექსპერტია და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის -ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრრანტი.

მისი პროფესიული გამოცდილება მრავალფეროვანია, მიღებული აქვს არაერთი სტიპენდია და ჯილდო. აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებში და დიდი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის პროგრესულ განვითარებაში. 

ნინო ჩიკვაშვილი.jpg

ბაია თორაძე

ბაია თორაძე - ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრი და ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბიზნეს განვითარებისა და მარკეტინგული მიმართულებების კონსულტანტია. მისი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია და არაერთ სფეროსა თუ პოზიციას მოიცავს, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციაში, როგორებიცაა: „კონტეინერი“ - ამერიკული და ევროპული ბრენდების აუთლეტ სივრცე - მარკეტინგის ხელმძღვანელი; „იოიოსო“ კორეული წარმოშობის პროდუქციის ქსელი საქართველოში - მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი; „ზარაფხანა“- ერთადერთი საიუველირო წარმოება საქართველოში- მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;  „ტექნო ბუმი“ ტექსტილისა და ტექნიკის იმპორტიორი ქსელი საქართველოში - გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; „ ელიტელექტრონიქსი“ - მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი;  „ნეიშენალ ქარდს“ -გაყიდვების ხელმძღვანელი. 

ბაია თორაძე (1).jpg

ბაია თორაძე

ბაია თორაძე - ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრი და ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბიზნეს განვითარებისა და მარკეტინგული მიმართულებების კონსულტანტია. მისი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია და არაერთ სფეროსა თუ პოზიციას მოიცავს, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციაში, როგორებიცაა: „კონტეინერი“ - ამერიკული და ევროპული ბრენდების აუთლეტ სივრცე - მარკეტინგის ხელმძღვანელი; „იოიოსო“ კორეული წარმოშობის პროდუქციის ქსელი საქართველოში - მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი; „ზარაფხანა“- ერთადერთი საიუველირო წარმოება საქართველოში- მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;  „ტექნო ბუმი“ ტექსტილისა და ტექნიკის იმპორტიორი ქსელი საქართველოში - გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; „ ელიტელექტრონიქსი“ - მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი;  „ნეიშენალ ქარდს“ -გაყიდვების ხელმძღვანელი. 

20210221_163422 (1).jpg

ანა ხურციძე

ანა ხურციძე 2013 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი. ის არის იურისტი და მედიატორი, საგანმანათლებლო ბიზნესში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილებით.

2019 წლიდან არის დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის - Gnomon Wise -ის დამფუძნებელი და დირექტორი. ინსტიტუტი ახორციელებს ინტერდისციპლინურ აკადემიურ კვლევებს, ქმნის პოლიტიკის დოკუმენტებს და ახორციელებს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას..

ანა არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მედიატორთა პანელის (UN Global Mediation Panel)  არჩეული წევრი. ასევე, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი. 2013 წლიდან ის ხელმძღვანელობს მედიაციის კლინიკას და არის საერთაშორისო მედიაციის კონკურსებში საქართველოში ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი გუნდების მწვრთნელი.

2017 წელს ანა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის - ADREE-ის თანადამფუძნებელია. ცენტრის ფარგლებში ფიზიკული და იურიდიული პირები ირებბენ მედიაციის და სასერტიფიკატო ტრენინგების სერვისებს.

ანას აკადემიური ინტერდისციპლინური კვლევა ეკონომიკის განვითარებაში მედიაციის როლს ეხება. მას აქვს ტრენინგების ჩატარების 15 წლიანი გამოცდილება. ჩართული იყო და არის სხვადასხვა მიმართულების ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივი რეფორმების ჯგუფებში.

2018 წლიდან ანა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრია.

2020 წლიდან ის გახდა Magnum Opus-ის დირექტორი, რომელიც არის საერთაშორისო სასერტიფიკატო ორგანოს TUV AUSTRIA-ს ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და უზრუნველყოფს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ საერთაშორისო სერტიფიკაციისთვის მომზადებას და საერთაშორისო სერტიფიცირებბას სხვადასხვა სტანდარტში.

161781549_3779735825467929_8424542626405