top of page

She’s Next, Empowered by Visa - ბიზნეს კონკურსი

Visa და ბიზნეს ფედერაცია “ქალები მომავლისთვის“, გლობალური კამპანიის - She’s Next, Empowered by Visa ფარგლებში ბიზნეს კონკურსს აცხადებენ




თბილისი, 21 სექტემბერი, 2022 – Visa იწყებს She’s Next, Empowered by Visa-ს მესამე ტალღას საქართველოში და ბიზნეს ფედერაციასთან “ქალები მომავლისთვის” პარტნიორობით, აცხადებს საჯარო ბიზნეს კონკურსს ქალი მეწარმეებისთვის. ბიზნეს იდეების გაზიარების გზით, მეწარმე ქალები, უფასო მენტორულ სესიებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად და ფულადი პრიზების მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. კონკურსის გამარჯვებულს და პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა 25 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელი კი 15 000 ლარს მიიღებს.


კონკურსი Visa elevator pitch-ის ფორმატში, გლობალური ინიციატივის She’s Next, Empowered by Visa -ს ფარგლებში იმართება და განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარი ბიზნესს, უკავიააღმასრულებელი დირექტორის, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლის პოზიცია ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი.[1]


“ვამაყობ, რომ Visa-მ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ქალი მეწარმეების ხელშეწყობის უწყვეტი ტრადიციადაამკვიდრა გლობალური ინიციატივის She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორორგანიზაციასთან ერთად “ქალები მომავლისთვის” ვიწყებთ კამპანიის მესამე ტალღას და ვაცხადებთ ერთობლივ კონკურსს, რომელიც საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კონკურსის ფარგლებში ვიწვევთ ქალებს, რომლებიცხელმძღვანელობენ სტარტაპ კომპანიას, ან აქვთ საინტერესო ბიზნესიდეა და სურვილი გაიუმჯობესონ ფიჩინგის უნარები. მოვუწოდებთითოეულ ქალს, ვინც ბიზნესსამყაროში საკუთარი თავის დამკვიდრებისკენ მიისწრაფვის, ჩაერთოს კონკურსში და მიიღოს ფულადი პრიზების მოგების რეალური შანსი.” - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.


„ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბიზნეს ფედერაცია „ ქალები მომავლისთვის“ 2020 წლიდან ჩართულია გლობალურ კამპანიაში - She’s Next Empowered By Visa და კვლავ აქტიურად აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, ეხმარება მათ ბიზნეს კონკურეტუნარიანობისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში. სიამაყით გაცნობებთ, რომ She’s Next-ის მესამე ტალღის ფარგლებში, Visa-სთან პარტნიორობით ბიზნესს ფედერაცია აცხადებს საჯარო კონკურსს, რომელიც ქალ მეწარმეებს უქმნის შესაძლებლობას გაიუმჯობესონ ბიზნესის მართვის უნარები და თავიანთი ბიზნესის ან/და ბიზნეს იდეის გასავითარებლად მიიღონ ფულადი პრიზი. მოვუწოდებთ, საქართველოში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ მეწარმე ქალს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გამოწვევბი აქციონ წარმატებად!“ - აღნიშნა ნინა კობახიძემ, ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.


კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:


  • განაცხადის მიღების და დამუშავების პროცესი - პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას.

  • მენტორული სესიები - 10 საუკეთესო მონაწილე, ორდღიან უფასო საკონსულტაციო სესიებზე დაესწრებიან, სადაც შეისწავლიან ფიჩინგის ტექენიკას, ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის განვითარებისმიზნით.

  • Visa Elevator Pitch-ის ფორმატი და დაჯილდოების ცერემონია - კონკურსის მესამე და ფინალურ ეტაპზე, 10 საუკეთესო მონაწილე ვალდებულია თავიანთი ბიზნესიდეა (Elevator pitch-ის ფორმატში) წარადგინონ ჟიურის წინაშე 90 წამში. პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური იმავე დღეს 2 გამარჯვებულს გამოავლენს, შედეგად კი პირველ ადგილზეგასული 25 000 ლარით, ხოლო მეორე ადგილზე გასული მონაწილე 15 000 ლარით დაჯილდოვდება.

დაინტერესებული კანდიდატები ყურადღებით უნდა გაეცნონ კონკურსის წესებსა და პირობებს, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ონლაინ ბმულზე, სადაც სპეციალურ გრაფაში წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ 2022 წლის 10 ოქტომბრამდე.




Kommentare


bottom of page