„მხარდაჭერა ქართველ ქალებს გახდნენ წარმატებული ბიზნესლიდერები“

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, "დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების" პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „მხარდაჭერა ქართველ ქალებს გახდნენ წარმატებული ბიზნესლიდერები.“

პროექტი მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებასა და გამოცდილი, თავდაჯერებული ქალი ბიზნეს ლიდერების რაოდენობის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას და გავლენას იქონიებს სოციალურ-ეკონომიკურ, სამოქალაქო და პოლიტიკურ მოვლენებზე. წარმატებული და პოზიტიური გამოცდილების მქონე ქალი ბიზნესლიდერები უფრო ატიურად ჩაერთვებიან ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რაც ნიშნავს კიდევ უფრო დაბალანსებული, დემოკრატიული და განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ბიზნესლიდერთა ფედერაცია ტრენინგ-სემინარებს ატარებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, რაც გულისხმობს საწარმოო და ბიზნეს ფონდებთან წვდომას, ასევე ბიზნეს წარმოების და მენეჯერული უნარების განვითარებას.

პროექტის განხორციელების პერიოდი ერთწლიანია და მოიცავს ტრენინგ-სემინარებისა და საჯარო ფორუმების  კომპლექსურ ციკლს, რომელიც ეტაპობრივად ტარდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ახალციხეში. თითოეულ ქალაქში ტრენინგებს ესწრება 60 ქალი ბენეფიციარი, რომელთა  ასაკი განისაზღვრება 21-დან 60 წლამდე და აუცილებელია, იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები.

პროექტით გათვალისწინებული ბენეფიციარები არიან არსებული და პოტენციური ბიზნეს ლიდერი ქალები, კონკრეტულად ქალთა ჯგუფები, რომელთაც უკვე აქვთ, ან სურთ, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი, არიან დასაქმებულები და სურთ მენეჯერულ პოზიციაზე გადანაცვლება.

თითოეულ ტრენინგს მოჰყვება ფორუმი, სადაც სპიკერებად მოწვეული არიან წარმატებული ბიზნესლიდერი ქალები და საკუთარ მაგალითზე განიხილავენ სხვადასხვა შემთხვევებს, რამაც განაპირობა მათი წარმატება. თითოეულ ფორუმს დაესწრება 50-80 ქალი ბენეფიციარი.

რეგიონალური ფორუმების მიზანია, ერთმანეთს დააკავშიროს უკვე გამოცდილი და პოტენციური მეწარმე ქალბატონები მთელი ქვეყნის მასშტაბით, წაახალისოს ისინი ქალი ბიზნესმენების პოზიტიური მაგალითებით, ხელი შეუწყოს მათ შორის გამოცდილებისა და იდეების გაცვლას და შექმნას ქსელი, რომელიც გახდება ძლიერი და წარმატებული ქალების საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი.

პროექტის ფარგლებში, ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ უკვე ჩაატარა ტრენინგ-სემინარები, საქართველოს შემდეგ ქალაქებში : ახალციხე და ბათუმი.

ტრენინგ-სემინარი ახალციხეში

 

ადგილმდებარეობა – ახალციხე, სასტუმრო “ლომსია“

 

განხორციელების თარიღები – 06 – 07 ოქტომბერი, 2018

 

ტრენინგ-სემინარი ბათუმში
 

ადგილმდებარეობა – ბათუმი, სასტუმრო “ჰილტონ ბათუმი“

 

განხორციელების თარიღები – 15 – 16 დეკემბერი, 2018

ი. აბაშიძის ქუჩა 34/36 0179, თბილისი, საქართველო +995 599 642 288

www.w4t.online     ელ.ფოსტა: info@w4t.online

დაგვიკავშირდით

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn